რუსთავიდან თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა აღდგა,- ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" კომპანია ,,ინტერტრანსიდან" აცნობეს. როგორც კომპანია ,,ინტერტრანსის" წარმომადგენელი სოფო ცერცვაძე აცხადებს, აღნიშნულ მარშრუტზე 13 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს და თბილისის მიმართულებით გადაადგილების პრობლემა მოიხსნა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია თეთრი ფერის მიკროავტობუსების მძღოლებს უწინდებურად სთავაზობს ყვითელ მიკროავტობუსებზე დასაქმებას, ამ დროისთვის მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
დილიდან რუსთავიდან თბილისის, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა შეფერხებული იყო. პროტესტის ნიშნად მგზავრებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები პრობლემის გაჭარას მოითხოვდნენ.