მამუკა ბახტაძე - ჩვენ წინმსწრებად დავაკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდიდან მეტი მხარდაჭერის მიღება შეგვიძლია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ვიზიტი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იყო ისტორიული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მეტი მხარდაჭერის მიღება შეუძლია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის ვიზიტი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იყო ისტორიული. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა. 3 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა დავიწყეთ, სადაც რთული დავალებები იყო მისაღწევი. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ჩვენ 1 წლის წინმსწრებად დავაკმაყოფილეთ ყველა მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მეტი მხარდაჭერის მიღება შეგვიძლია. მსურს, კრისტინ ლაგარდს მადლობა გადავუხადო საქართველოში ვიზიტისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მომავალი პროგრამა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც არსებული. მკაფიო პრიორიტეტები გვაქვს გამოყოფილი ამ პროექტში, ისეთი, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, ფინანსებზე წვდომა, ფინანსური ტექნოლოგიები, სტარტაპების წახალისება და რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო