რომან გოცირიძე - "ოცნებამ" მთაწმინდაზე მისი ასაღები აიღო და ეს არის ხმების 40%-მდე, დანარჩენი არის ოპოზიციის და შალვა შავგულიძე კოლექტიური ხმებით გაიმარჯვებს

იქნება იგივე მობილიზება, რაც იყო ზუგდიდში, იქნება ყველანაირი მხარდაჭერა მათ შორის ორგანიზაციული, მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში და ა.შ. - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მთაწმინდის ოლქის მეორე ტურში გამარჯვებას შალვა შავგულიძე მოიპოვებს, ვინაიდან საერთო ოპოზიციური ხმები შავგულიძის სასარგებლოდ გადანაწილდება.

"იქნება იგივე მობილიზება, რაც იყო ზუგდიდში, იქნება ყველანაირი მხარდაჭერა, მათ შორის ორგანიზაციული, მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში და ა.შ. "ქართულმა ოცნებამ" პირველ ტურში თავისი ასაღები აიღო, დაახლოებით 40%-მდე, დანარჩენი ხმა არის ოპოზიციის. კოლექტიური ხმებით გაიმარჯვებს შალვა შავგულიძე ამ არჩევნებში, ვინაიდან პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა ჯამური ხმა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მიიღო "ქართულმა ოცნებამ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა