დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას პარტიაში გაწევრიანებას გამორიცხავს და საკუთარი პარტიის შექმნას აანონსებს

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას პარტიაში გაწევრიანებას გამორიცხავს და საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს. როგორც ჭიჭინაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ის პარტიას 2020 წლის არჩევნებამდე შექმნის.

„ასაკი ხელს არ მიწყობს, რომ პარტიის შექმნა 2050 წლამდე გადავწიო. ბუნებრივია, პარტიას 2020 წლამდე შევქმნი"- აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე, თუმცა არ აკონკრეტებს ვინ იქნებიან მის პარტიაში, თუმცა იმ განსხვავებებზე ღიად საუბრობს, რის გამოც მას ეკა ბესელიას პარტიაში საზოგადოება არ იხილავს.

„ამ ადამიანებმა ერთად დატოვეს უმრავლესობა და ალბათ, ერთად გადაწყვიტეს პოლიტიკური თანაცხოვრება, მე მათთან არ მაქვს რიგ საკითხებზე თანხვედრა. ერთმანეთთან ვერ ვთანხმდებით ქვეყნის მოწყობის მოდელზე. ისინი უფრო ლიბერალურ მოწყობაზე ფიქრობენ, მე ტრადიციების შენარჩუნება მსურს", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია თანამოაზრეებთან ერთად ახალ პარტიას ივნისში დააფუძნებს. პარტიის დამფუძნებლებს შორის ასევე იქნებიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ივნისის ბოლოს იგეგმება, სადაც ახალი სახეების წარდგენაც მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო