მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

გადაწყვეტილება მივიღე, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით იყოს წარმოჩენილი საქართველოს რეგიონებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 26 მაისს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდება და მთავრობამ მისი სახელობის სტიპენდიის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

„რამდენიმე დღეში, კვირას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული დღეა. გადაწყვეტილება მივიღე, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით იყოს წარმოჩენილი საქართველოს რეგიონებში. შესაბამისად, ყველა რეგიონში ჩატარდება ღონისძიებები. ამასთან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე სიახლე შემოგვაქვს 26 მაისის აღნიშნის პერიოდში, გარკვეული სიურპრიზებიც იქნება. ამასთან ერთად, 26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას. ადამიანს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაწესოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია,“ - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს