„ლიდერობის აკადემია“ დასრულდა და 1800 სკოლის დირექტორს სერტიფიკატი გადაეცემა

„ლიდერობის აკადემია“ დასრულდა. 24 მაისს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საჯარო სკოლის დირექტორებს, სკოლის ბაზაზე შერჩეულ პროფესიული განვითარების ფასილიტატორებს და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს სკოლის მართვის გაუმჯობესების - „ლიდერობის აკადემიის“ დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ. ლიდერობის აკადემიის კურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს, სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გახსნიან. ღონისძიებას ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე სონია შარიგიანი და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი ნატალია ედიშერაშვილი დაესწრებიან.

„ლიდერობის აკადემიის“ კურსის მიზანია, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რათა ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. „ლიდერობის აკადემია“ 1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა 2016-2019 წლებში პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარეს.

პროგრამის წარმატებით დასრულება სკოლის დირექტორებს დაეხმარება გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა სკოლის კონტექსტისთვის საჭირო მენეჯმენტის მიმართულებით და გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს