არჩილ თალაკვაძე - კონგრესში შემუშავებული კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მხარდაჭერას

სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს დელეგაცია იანვარში აშშ-ში ვიზიტის დროს“ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით განაცხადა. თალაკვაძემ ამერიკელ კოლეგებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა სპეციალური განცხადებით გადაუხადა და აღნიშნა, რომ შედეგი საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და საელჩოს ერთობლივი საქმიანობით არის მიღწეული.

„მინდა, გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ჩვენი კოლეგების მიერ შემუშავებულ საქართველოს მხარდამჭერ კანონპროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავას. მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ მეგობრებს - თქვენი მხარდამჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონგრესში შემუშავებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მხარდაჭერას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების მიმართ სანქციების დაწესებას. ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებას. ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საჭიროებას და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რომელიც ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს აქვს ორპარტიული მხარდამჭერა კონგრესში და 23 წევრთან ერთად საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარების - ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ არის ინიცირებული.

„ეს საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის და ამერიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგია და სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროსაც. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. გარდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით სასარგებლო გზავნილებისა, დოკუმენტში ასახულია ასევე მნიშვნელოვანი გზავნილები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა