დავით ზალკალიანი - ორმხრივ ფორმატებში ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან და იმ ქვეყნებთან, საიდანაც მოდის თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ წუხილი

ვმუშაობთ, ორმხრივ ფორმატებში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და იმ ქვეყნებთან, საიდანაც მოდის თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ წუხილი. მყისიერი რეაგირება ხდება, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც შვედ პარტნიორებთან, ასევე საფრანგეთთან, გერმანიასთან,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, არსებობს კონკრეტული გეგმა და იმედოვნებს, რომ მისი შედეგი ხელშესახები იქნება.

“სავიზო ლიბერალიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული საკითხია. ვმუშაობთ, ორმხრივ ფორმატებში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და იმ ქვეყნებთან საიდანაც მოდის ეს წუხილი. მყისიერი რეაგირება ხდება. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც შვედ პარტნიორებთან, ასევე საფრანგეთთან, გერმანიასთან. გუშინ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა სამსახურის ვიცე-პრეზიდენტთან. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ამ პრობლემის პრევენციასთან მიმართებაში. სულ ცოტა ხნის წინ იყო საქართველოში საშინაო საქმეთა კომისიის წარმომადგენლის მოადგილე, რომელმაც წარმოადგინა ერთობლივი გეგმა, რომელშიც გაწერილია კონკრეტული ქმედებები, რომლის შეჯერებაც უწყებათაშორის კომისიაზე უკვე დასრულებულია და ვფიქრობ, ამ გეგმის განხორციელება მოგვიტანს მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს, არამხოლოდ საფრანგეთთან მიმართებაში, არამედ შვედეთთან და გერმანიასთან მიმართებაში. არის კონკრეტული გეგმა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკრეტული გეგმის განხორციელება მოგვიტანს ხელშესახებ შედეგს“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო