ფინანსთა მინისტრი 26 მაისის ღონისძიებებზე - პირდაპირი შესყიდვა, ისევე როგორც ტენდერი, არის გამჭვირვალე და კანონიერი გზა

კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია 26 მაისი. შესყიდვის წესზე საერთოდ არარელევანტურია საუბარი, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურალისტების კითხვას იმის თაობაზე, 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის რატომ არ გამოცხადდა ტენდერი და რატომ მოხდა პირდაპირი შესყიდვა.

მაჭავარიანის განმარტებით, პირდაპირი შესყიდვა, ისევე როგორც ტენდერი, არის გამჭვირვალე და კანონიერი გზა.

„მე მგონი, არასწორი წარმოდგენა გვაქვს, რა არის პირდაპირი შესყიდვა. პირდაპირი შესყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ მიდიან და ერთ ადამიანთან აკეთებენ მოლაპარაკებას. მას წინ უძღვის ფასების კვლევა. ეს ერთ-ერთი დაშვებული და კანონიერი გზაა. ზოგ შემთხვევაში ამ გზით წასვლა ხდება, როდესაც ფასების კვოტირებას აკეთებენ და შედარებით სწრაფად მიიღება გადაწყვეტილება. ზოგ შემთხვევაში კი ხდება ტენდერის გზით წასვლა. ორივე არის კანონიერი, გამჭვირვალე და სწორი გზა. ზოგჯერ ასე ხდება, ზოგჯერ - ისე. ის, რომ თითოეული უწყება ცდილობს, ამ პერიოდში რაღაცა გამორჩეული გააკეთოს და ნამდვილი სახალხო ზეიმი მოაწყოს, ეს არის სწორი სიგნალი. კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია. შესაბამისად, შესყიდვის წესზე საერთოდ არარელევანტურია საუბარი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა