საქართველოს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი სტუმრობს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი რობერტ რედფილდი იმყოფება. პირველი ოფიციალური შეხვედრები მან უკვე გამართა ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან და C ჰეპატიტის პროგრამის კომისიის წევრებთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რობერტ რედფილდი პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა და განკურნებულ პაციენტს თემურ რადიანს შეხვდა, რომლის ნამუშევრებიც ჯანდაცვის სამინისტროში იყო წარმოდგენილი. თემურ რადიანმა საპატიო სტუმარს საკუთარი ნამუშევარი უსახსოვრა.

რობერტ რედფილდმა ყოფილ პაციენტს წარმატება უსურვა და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მედალი გადასცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს