პროკურატურა სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედისთვის, მ.შ.ს-თვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა გორის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, მას პოზიციის შეცვლა შეუძლია, ვინაიდან ბრალდებულია.

"ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, დეტალებზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბრალდების მხარემ მ.შ.-ს ბრალად წარუდგინა სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, მას ბრალდების მხარე ედავება არასრულწლოვანი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ჩადენას. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ბრალდების მხარისთვის ცნობილია, საქმეში რა მასალები მოიპოვება, მან გამოძიებას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა, ის ბრალდებულია და ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს პოზიცია. დეტალებთან დაკავშირებით, პროცესის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

რამდენიმე წუთში, გორის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლოში გოგონას ოჯახის წევრები არ მისულან.

შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის უფლებებს შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა