ნინო ლომჯარია - ფაქტი, რომ 16 წლის არასრულწლოვანს უკვე ჰყავდა შვილი, ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ ნამდვილად ჰქონდა სექსუალურ დანაშაულს ადგილი

ფაქტი, რომ 16 წლის არასრულწლოვანს უკვე ჰყავდა შვილი, ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ ნამდვილად ჰქონდა სექსუალურ დანაშაულს ადგილი, - ასე აფასებს სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. ლომჯარია მომხდარს ტრაგიკულ შემთხვევას უწოდებს და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი უკვე ჩაერთო საქმის შესწავლაში და დაინტერესებულები არიან ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობით.

"მომხდარი შემთხვევა არის ტრაგიკული შემთხვევა და ნამდვილად არ შეიძლება ამ ფაქტის გამართლება. ჩვენი ინსტიტუტი უკვე ჩაერთო ამ საქმის შესწავლაში. მოვინახულებთ უახლოეს პერიოდში ბრალდებულს, რომელიც თავად არის არასრულწლოვანი. რა თქმა უნდა, გვაინტერესებს მისი ფსიქიკური მდგომარეობა. როგორც ვიცით, ექსპერტიზაც არის დანიშნული, თუმცა ამ საქმეს ახლავს სხვა სერიოზული პრობლემებიც. ის ფაქტი, რომ 16 წლის არასრულწლოვანს უკვე ჰყავდა შვილი, ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ ნამდვილად ჰქონდა სექსუალურ დანაშაულს ადგილი, კერძოდ, 16 წელს მიღწეულ პირთან სექსუალური ურთიერთობა, რაც არის დასჯადი და სამწუხაროდ, ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება არის აკრძალული 18 წლამდე, ოფიციალური რეგისტრაცია და ეს ქმედება არის დასჯადი, საქართველოში კვლავ ხდება ასეთი ფაქტები და არ არსებობს ეფექტური რეფერირებისა და რეაგირების მექანიზმი შესაბამისი უწყებების, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ეს ფაქტი არის ამის ილისტრაცია,“ - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს