ნათია თურნავა - ჩვენთვის პრინციპულია, რომ ადამიანების მოთხოვნა, ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეთ, დაცული იყოს - ჩვენ  ვიზიარებთ ჭიათურელების მოთხოვნას

ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რომ ადამიანების მოთხოვნა, რომ მათ ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეთ, დაცული იყოს. აქ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ ჭიათურელების მოთხოვნას და შეუპოვრები ვიქნებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულია, რომ შეთანხმება მოკლე დროში მოხდეს, რადგან „ჭიათურის მანგანუმი“ არ არის რიგითი საწარმო.

„ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რომ ადამიანების მოთხოვნა, რომ მათ ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეთ, დაცული იყოს. ეს შეეხება რა თქმა უნდა, კვების ნორმალურ პირობებს, შრომის უსაფრთხოებას, სამედიცინო მომსახურების გაწევას და ყველაფერს, რაც ელემენტარული ღირსეული შრომის პირობების შემადგენელია. სახელმწიფო თავიდანვე ჩართულია ამ პროცესებში. კერძოდ, შრომის ინსპექცია ჩართულია მედიაციის პროცესში და ყველაფერი, რაც შრომის ღირსეული და უსაფრთხო პირობების ქონას შეეხება, ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. აქ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ ჭიათურელების მოთხოვნას და შეუპოვრები ვიქნებით. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ფინანსურ პაკეტსა და ხელფასებს, ამასაც ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ვიცით, რომ კომპანიას საკმაოდ სოლიდური შემოთავაზება აქვს გაკეთებული და მიმდინარეობს მოლაპარაკება“, - განაცხადა მინისტრმა.

თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ ორივე მხარის მონდომებით მიღწეული იქნება კონსენსუსი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება მოკლე ვადებში შედგეს, რადგან „ჯორჯიან მანგანეზი“ არ არის რიგითი საწარმო. ეს არის სისტემის შემქმნელი საწარმო 3 000 ადამიანზე მეტი დასაქმებულით, ჩვენი ქვეყნისთვის ექსპორტის დიდი მიმართულება და ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი შემომტანი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო