წყალტუბოში „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

წყალტუბოში „რუსთავი2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც "კურიერის" ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ჟურნალისტები ამ დროისთვის ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის დაჟეჟილობა აღენიშნება. ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი პრიმა, "ბ" ქვეპუნქტი (ძალადობა ჯფუფურად)და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა)დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე ერთი პირი, რომელიც პოლიციაშია გადაყვანილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა