ლევან დავითაშვილი - წელს  ყურძნის ფასის სუბსიდირებას სახელმწიფო არ აპირებს

წელს ყურძნის ფასის სუბსიდირებას სახელმწიფო არ აპირებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სფეროში თანადაფინანსება იქნება, მაგრამ ფასს ბაზარი განსაზღვრავს.

„ყურძნის ფასის სუბსიდირებას ჩვენ არ ვაპირებთ. რაც შეეხება დარგის სუბსიდირებას, ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვაგრძელებთ, მათ შორის, ახალი ვენახების გაშენებას ვაფინანსებთ. ანუ სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირება არის, მაგრამ კონკრეტულად ფასის სუბსიდირებას ჩვენ არ ვაპირებთ. ყურძნის ფასს განსაზღვრავს ბაზარი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს