„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, შედგება თუ არა შეთანხმება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხზე

ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით შედგება თუ არა შეთანხმება, დრო გვიჩვენებს,- ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ განაცხადა. ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია.

"მეჩეთის საკითხზე სასამართლომ მხარეებს მოლაპარაკებისა და შეთახმებისკენ მოუწოდა, ბათუმის თვითმმართველობა გამოთქვამს მზაობას მოლაპარაკებებზე. შედგება თუ არა შეთანხმება, ამას დრო გვაჩვენებს. სხვა შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კონსტიტუციის მოთხოვნაა. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია საკითხის ირგვლივ არ იყოს ემოციები და ვნებათა ღელვა," - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი გრძელდება. სარჩელის ავტორი, მუსლიმი თემია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა