ანონსი  24 მაისი

24 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძებას დაესწრებიან: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სხვები.

მის: რუსთაველის გამზ.13

24 მაისს, 10:00 საათზე, ბათუმში, შრომის უსაფრთხოების რეგულაციებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ბიზნეს სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

მის: ქ. ბათუმი, სასტუმრო „შერატონი“, რუსთაველის ქ.28

24 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ნინო ნიჟარაძე „რუსთავი 2-ს“ დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზას სთავაზობს.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

24 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საჯარო სკოლის დირექტორებს, სკოლის ბაზაზე შერჩეულ პროფესიული განვითარების ფასილიტატორებს და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს სკოლის მართვის გაუმჯობესების - „ლიდერობის აკადემიის“ დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

საკონტაქტ: თამარ ხურცია 5 55 52 33 50

24 მაისს, 10:50 საათზე, „რესპუბლიკაში“, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) გამართავს პროექტის ანგარიშის პრეზენტაციას თემაზე ,,რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება".

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ GCSD-ის რეგიონული კოორდინატორები აჭარისა და კახეთის რეგიონებიდან, აზრის ლიდერები და გრანტიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები: აჭარიდან, გურიიდან, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #6

24 მაისს, 11:00 საათზე, გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე „პატიმართა რეაბილიტაცია და კრიმინალური სუბკულტურა“.

მის: თბილისი, ქურდიანის ქუჩა N19

24 მაისს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ბოჭორმისქ. #12

საკონტაქტო: ქეთი ლაცაბიძე 555 22 30 0

24 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: გაფიცვა ჭიათურაში. მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ახალ პარტიებს ქმნიან - მათთან თანამშრომლობის საკითხი. ანტიდემპინგურ კანონში ცვლილებების მოთხოვნა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 მაისს, 11.00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარადგენს კვლევას საქართველოს საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციების შესახებ.

მის: დავით აღმაშენებლის #61

24 მაისს 11:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი შეხვედრას გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშსთან და გერმანიის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელთან, იან ბიტნერთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

24 მაისს, 12:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება. მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

24 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

24 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი და მთავარი ვეტერინარი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ცოფის ვირუსი საქართველოში, ვირუსის მატარებელი ცხოველები, საყოველთაო რევაქცინაცია და რა ვალდებულები ეკისრებათ შინაური ცხოველების მეპატრონეებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

24 მაისს, 12:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში სპეციალური კომისიის წინაშე ევა ჰუსონის ფილმის „მზის გოგონები“ ჩვენება გაიმართება. მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2 საკონტაქტო პირი: გვანცა ზაქარეიშვილი - 514 304 304

24 მაისს, 12:30 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 მაისს, 13:00 საათზე, წლის სიმღერის დაჯილდოების ,,ოქროს ტალღა" შესახებ პრესკონფერენცია გაიართება.

თემა: რადიოჰოლდინგ ,,ფორტუნას" პროექტის ,,ოქროს ტალღა" ნომინანტების დასახელება.

მის: იური გაგარინის 24

მეოთხე სართული საკონტაქტო პირი : ჰოლდინგ ფორტუნას საზოგადოებასთან ურთიერთობი ხელმძღვანელი თათა სადრაძე 599 09 49 27

24 მაისს, 13:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ქურდიანი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მის: რუსთაველის გამზ. 3, ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

24 მაისს, 14:00 საათზე, "სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ზუგდიდში, მოძრაობის რეგიონალურ ოფისს გახსნის.

მის: ზუგდიდი, კოსტავას 7

საკონტაქტო: 599 85 47 22

24 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მერვე კორპუსის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ღონისძიება, სადაც ენერგეტიკული კომპანია "Energy Service Group“-ი, და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხელს მოაწერენ მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

24 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი შეხვედრას გამართავს აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მაიკლ გრანტთან.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

24 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრას გამართავს რეგიონების წარმომადგენლებთან.

მის: ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

24 მაისს, 14:30 საათზე, დეპუტატებისთვის ბიზნესის ახალი სასწავლო პროგრამის - „კომპანიების პერსპექტივიდან“ - პირველი აქტივობა გაიმართება. დეპუტატ კახა კუჭავას ინიციატივით, პირველი აქტივობა მიეძღვნება თემას: „ტყის რესურსების მართვა და მწვანე დაფინანსება“.

მის: ა. წერეთლის გამზ. 118, მე-10 პავილიონი.

საკონტაქტო: 577 95 57 55

24 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

24 მაისს, 15:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში“, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მის: ბათუმი, რუსთაველის ქ. 28

საკონტაქტო პირი: გულიკო მაჭარაშვილი 558772710

24 მაისს, 15:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი ოსური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

მის.: თსუ-ს I კორპუსის 115-ე აუდიტორია. დასწრება თავისუფალია.

24 მაისს, 15:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, გაიმართება ონკო-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “თანამედროვე მიდგომები ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკასა და კურნალობაში“. ღონისძიება „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით ეწყობა. კონფერენციას, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური გახსნის.

24 მაისს, 16:00 საათზე, მედია პრიზის ADAMI პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: საქართველოს პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

24 მაისს, 16:00 საათზე ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართება.

ადვოკატები თბილისის ზღვის მიმდებარედ ხის 100 ნერგს დარგავენ.

ღონისძიებას დაესწრება ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი.

საკონტაქტო: 558132241

24 მაისს, 16:00 საათზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის - „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკნომიკური გაძლიერებისთვის“ მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართება.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

24 მაისს, 17:00 საათზე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორი, დოქტორ რობერტ რედფილდი FELTP ქსელის დაარსების ღონისძიებას გახსნის, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დარბაზში გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა