საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი

საქართველოს 11 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ტექინსპექტირება მოძრავი უნივერსალური ხაზის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ავტომფლობელებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ხელმისაწვდომია როგორც სტაციონარულ ხაზებზე, ასევე მობილური ხაზების მეშვეობით.

„დღეისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 41 პერიოდული ინსპექტირების ცენტრი, რომელთაც მსუბუქი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის აქვთ 97 ხაზი, უნივერსალური ინსპექტირების 34 ხაზი, რომელიც განკუთვნილია როგორც მსუბუქი ასევე სატვირთო მანქანებისთვის და 6 ხაზი - მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. აღნიშნულის გარდა, ავტომფლობელებს ქედის, შუახევის, ხულოს, ადიგენის, ასპინძის, ყაზბეგის, თიანეთის, მესტიის, ცაგერის, მარტვილისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სამი მოძრავი უნივერსალური ტექნიკური ინსპექტირების ხაზის მომსახურებით. ეს ხაზები გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ისე, რომ ყველა რეგიონში მცხოვრები ავტომფლობელისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად კომფორტული იყოს ავტომობილის ტექინსპექტირების გავლა,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს