დონალდ ტრამპი - აშშ-ს მუდამ ემახსოვრება საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და ავღანეთში ნატოს მისიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილში, რომელშიც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„აღიარებული გვაქვს დასავლური ორიენტაციისკენ საქართველოს სუვერენული ერის უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მუდამ ემახსოვრება საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში და ავღანეთში ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მისიის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. ასეთი მყარი საფუძვლის პირობებში, ველი აშშ-საქართველოს პარტნიორობის შემდგომ განვითარებას მომდევნო წლებში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საერთო ინტერესებისკენ. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მილოცვის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა