ნინო ბურჯანაძე დიპლომატიური კორპუსის წევრებთან შეხვედრებს აგრძელებს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ქალბატონ დესისლავა ივანოვას შეხვდა.

ნინო ბურჯანაძემ, ქალბატონ ელჩს ქვეყანაში შექმნილ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბულგარეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავება და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

„შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო. ის ვითარება, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ყოველთვის ხელს შეუშლის სამართლიანი სასამართლოს არ არსებობა. იმისათვის, რომ ქვეყანა ჩამოყალიბდეს ევროპული სტანდარტების სახელმწიფოდ, აუცილებელია ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, მედია იყოს თავისუფალი, სასამართლო კი დამოუკიდებელი და ამ მხრივ ბულგარეთის გამოცდილება საქართველოსთვის ძალიან მნიშნველოვანია მიუხედავად წლების განმავლობაში ხელისუფლებების მხრიდან „დემოკრატიული მოძრაობის“ მიმართ გატარებული სადამსჯელო ქმედებებისა პარტია მაინც აქტიურად ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და უახლოეს პერიოდში ყრილობის ჩატარებასაც გეგმავს. “._აღნიშნა ბურჯანაძემ შეხვედრისას. ამასთან, პარტიის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისე, რომ მას მოყვება სტაბილურობა და მრავალ პარტიულიპარლამენტი და არა არეულობა და ქაოსი.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს წარმატება უსურვეს. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მას ტრადიცილიულად ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდა ბულგარეთის დიპლომატიურ კორპუსთან და იმედოვნებს, რომ ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა