გენდერული თანასწორობის საბჭომ სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობაზე და ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე იმსჯელა

გენდერული თანასწორობის საბჭომ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის იყო: პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ მიღებული კანონმდებლობა, ანაზღაურების სხვაობის (Pay Gap) თემატიკა, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, პარლამენტის მიერ სულ ცოტა ხნის წინ მიღებულ სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობაზე გენდერული თანასწორობის საბჭომ საკმაოდ ბევრი იმუშავა. „მინდა გენდერული თანასწორობის საბჭოს მივულოცო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია დამოკიდებულია საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე. კანონი ძალიან გამართულია და ახლა მთავრია როგორ მოხდება მისი აღსრულება. ამ კანონმდებლობის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანებისთვის, კონკრეტული ქალებისთვის, ახალგაზრდა გოგონებისთვის და მისი მიღება აუცილებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სკეპტიკოსი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, რომელმაც სექსუალური შევიწროების შესახებ მიღებული კანონმდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დიდი მიღწევაა, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ და თქვენ, ქალბატონო თამარ, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ გენდერული თანასწორობის დამკვიდრების საქმეში“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, სოფო კილაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ. მომხსენებელმა წარმოდგენილი ცვლილებების შემუშავების მიზეზებზე და მიზნებზე დეტალურად ისაუბრა.ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, გენდერული თანასწორობის საბჭომ კიდევ ერთ საკითხზე - ანაზღაურების სხვაობაზე (Pay Gap) იმსჯელა. კერძოდ, ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის შედეგები გააცნო.

სხდომას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტექნიკურ მხარდაჭერით ჩატარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს