პარლამენტში მედია პრიზის  ADAMI  პროექტების პრეზენტაცია გაიმართება

24 მაისს, პარლამენტში მედია პრიზი ADAMI-ის პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „ADAMI მედიის პრიზი“ არის აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში არსებული ყველაზე დიდი საერთაშორისო მედია დაჯილდოვება, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს და “პროკრედიტ ჰოლდინგის” (გერმანია) მიერ.

„ADAMI გახლავთ კულტურის სამინისტროს პროექტის - „კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა - საქართველო ევროპაში/ევროპა საქართველოში“ მონაწილე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის:

„ADAMI Tandem“ - ევროპის პარტნიორობის ქვეყნების და ევროპული არხების სპეციალისტების მიერ ერთობლივი სიუჟეტების შექმნა და ტრანსლირება შესაბამის არხებზე;

„ADAMI Showcase“ - ADAMI-ს კონკურსის ნომინანტი და გამარჯვებული ქართველი რეჟისორების ფილმების წარდგენა დიპლომატიური კორპუსისთვის, ასევე, ADAMI-ს საქმიანობის წარმოდგენა.

პროექტს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს