გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 24 მაისს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების, რჩეულიშვილის, ანაპის, უცნობ გმირთა, გურამიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქის და ზღვისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, ზარზმის, ილორის, უწერის, გაგრის, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ლორთქიფანიძის, ჭრებალოს, ბარისახოს, ვეკუას, ვასაძის, ხიზანიშვილის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, ზაჰესის, მანაგაძის, სკოლის და ბიჭვინთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გორის, თევდორე მღვდლის, ივანე ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და ჩიტაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, შარტავას და კალანდაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვატლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის და შატილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგრატიონის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, პაატა ჯანელიძის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას და არსენ იყალთოელის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის, მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.