გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში, ხოლო 13:00-დან 18:00 საათამდე - სოფელ გლდანში, მშრალხევში, ლელუბანში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

მათივე ინფორმაციით, 11:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი, უხათი, ხოლო 14:00-დან 17:00 საათამდე - თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ქვემო არტანი, ჭურჭელაურები, მამადაანები, სხლოვანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო