დავით ზალკალიანი - ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, სამაგალითოა

ეს დღე ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან შეხვედრისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

„ეს დღე ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ბოლო 23 წლის განმავლობაში, ეს არის ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ დიდ მნიშვნელობას და იმ როლს, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს ჩვენს ქვეყანას, თანამშრომლობას საქართველოსთან. ჩვენი ურთიერთობები მართლაც უაღრესად დინამიურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები, როგორც საქართველოდან ჩინეთში, ისე ჩინეთიდან საქართველოში“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამასთანავე, მისი თქმით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი „მნიშვნელოვანი წვლილი იქნება და უაღრესად წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით."

დავით ზალკალიანის განცხადებითვე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები სამაგალითოა.

„ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩინეთს, როგორც ქვეყანას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობაში, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემაში და ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არის სამაგალითო", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გარდა დავით ზალკალიანისა, პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი შეხვედრებს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან გამართავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა