დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ჰუავეის“ საკითხი შესაძლოა, აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმების ნაწილი გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ჰუავეის“ საკითხი შესაძლოა, აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო გარიგების ნაწილი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშული კომპანია „ძალიან საშიშია“.

„ჩვენ ამას იმის მიხედვით უნდა შევხედოთ, თუ რა აქვს გაკეთებული უსაფრთხოების, სამხედრო კუთხით, ის ძალიან საშიშია. თუმცა, თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ „ჰუავეი“ შესაძლოა, შეთანხმების ნაწილი გახდეს რაღაც ფორმით“, - განაცხადა ტრამპმა.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის ბოლო კვირების განმავლობაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ვაშინგტონის სამიზნე „ჰუავეიც“ გახდა, აღნიშნული კომპანია აშშ-მა სავაჭრო ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, „ჰუავეი“ ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის წინაშე აყენებს, ოფიციალური პეკინი კი აღნიშნულ ბრალდებას, აშშ-ის მხრიდან კომპანიის „ბულინგს“ უწოდებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა