ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ჩემი ვიზიტი ახალ პერსპექტივებს გახსნის

ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩამოვედი საქართველოში, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა.

ასევე, ვან იმ აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს.

„ჩინეთი ახორციელებს საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. გვაქვს მტკიცე პოზიცია, რომ ყველა ქვეყანა თანასწორია, მიუხედავად მათი სიდიდისა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყოველთვის გვახარებს, როდესაც ქვეყნები ცდილობენ გაყვნენ განვითარების გზას, თავიანთი ხალხის საჭიროებებისა და არსებული პირობების გათვალისწინებით“, - აღნიშნა ვან იმ.

მისივე თქმით, საქართველოსა და ჩინეთს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და მათ შორის პრობლემა არ არის.

„საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკლე ხანში, ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და მას შემდეგ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეუფერხებლად ვითარდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ გვახარებს, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყნები აუმჯობესებენ სტანდარტებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ქვეყნები კიდევ უფრო დიდ პოტენციალს განავითარებენ.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში შექმნის უფრო ხელსაყრელ გარემოს, რაც ხელს შეუწყობს მის განვითარებას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი საქართველოში მრავალი წლის წინ შედგა. ჩემთვის ეს ვიზიტი, პირველ რიგში, მეგობრობის გამოხატულებას წარმოადგენს. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი დაგვეხმარება კიდევ უფრო განვავითაროთ ტრადიციული მეგობრობა ჩვენს ორ ქვეყანას და განსაკუთრებით, ჩვენს ხალხებს შორის. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი გახსნის ახალ პერსპექტივებს და განზომილებებს ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად.

ეს არის ვიზიტი მოსმენისთვის, რადგან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტიდან ამდენი წლის შემდეგ, ჩემთვის ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა შევიტყო, თუ როგორ გამოიყენა საქართველომ ჩვენი ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რაც ვფიქრობ გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთგაგებას.

ეს არის ვიზიტი, რომელიც დაგვეხმარება შევისწავლოთ ახალი შესაძლებლობები, არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით და ვიპოვით გზები, არსებული გლობალიზაციის შესაბამისად, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა. კერძოდ, როგორ უნდა განვსაზღვროთ თანამშრომლობის ახალი სფეროები, საგზაო ინიციატივები, როგორ უნდა მოვუტანოთ უფრო მეტი სარგებელი ჩვენს ხალხს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და განვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა, როგორ შეგვიძლია ერთობლივად გავიღოთ წვლილი“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა 26 მაისს და საქართველოსა და ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს