დონალდ ტრამპი - არა მგონია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დამატებითი ძალების გაგზავნა გვჭირდებოდეს, თუმცა, ჯარებს გავაგზავნი, თუ ეს საჭირო იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, იგი არ ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანთან წინაამდეგობის გასაწევად დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა საჭიროა.

„არა მგონია გვჭირდებოდეს დამატებითი ძალების გაგზავნა, თუმცა, გავაგზავნი ჯარებს იმ შემთხვევაში თუ ეს საჭირო იქნება და რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ამერიკული ძალების გაგზავნის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პატრიქ შენაჰანმა განაცხადა. მისი თქმით, ის ამ საკითხს განიხილავს იმისათვის, რომ გააძლიეროს ამერიკული ძალების დაცვა ირანთან დაძაბულობის ფონზე.

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბოლო რამდენიმე კვირაა ვითარება დაძაბულია. ტრამპმა ირანს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც თეირანი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ექსპორტს ვეღარ ახერხებს.

იხილეთ ვიდეო: ტრამპი არ ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა საჭიროა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს