ადვოკატი - ნინო ნიჟარაძე მზად არის არბიტრაჟის წესით გადაწყდეს მისი დავა „რუსთავი 2“-თან ან წამყვანმა აუდიტორულმა კომპანიამ ფინანსური დოკუმენტები შეისწავლოს

„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მეწილე ნინო ნიჟარაძე მზად არის არბიტრაჟის წესით გადაწყდეს მისი დავა ტელეკომპანიასთან ან წამყვანმა აუდიტორულმა კომპანიამ მოახდინოს ფინანსური დოკუმენტების შესწავლა,- ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ნიჟარაძისთვის არ არის თვითმიზანი ის, რომ სასარჩელო წარმოებით მიაღწიოს გარკვეულ შედეგებს.

მისივე ცნობით, ხვალ ტელეკომპანიაში გაიმართება შეხვედრა და აღნიშნულ საკითხებზე სხვა პარტიორებთან შედგება კომუნიკაცია.

„საზოგადოებისთვის ცნობილია იმ დავის თაობაზე, რომელიც „რუსთავი 2"-ის პარტნიორებს შორის მიმდინარეობს. ამ დავის ინიციატორი გახლდათ ერთ-ერთი მეწილე ნინო ნიჟარაძე. 25 მაისს, 15:00 საათზე, „რუსთავი 2"-ის შენობაში დანიშნულია პარტნიორთა კრება, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კრების მოწვევის ინიციტორი არის ნინო ნიჟარაძე და კრებაზე განსახილველი საკითხები შეეხება აღნიშნული დავის ალტერნატიული გზებით გადაჭრის შესაძლებლობების გამონახვას. ნიჟარაძისთვის არ არის თვითმიზანი ის, რომ სასარჩელო წარმოებით მიაღწიოს გარკვეულ შედეგებს. მის მიზანს წარმოადგენს მიიღოს სათანადო ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანიის დამფუძნებლებისგან და დირექტორისგან უნდა მიიღოს. ჩვენ პარტნიორთა კრებაზე განსახილველ საკითხებს შორის შევთავაზეთ არბიტრაჟის მეშვეობით საკითხის გადაჭრა, ეს გაჟღერდა ტელეკომპანიის დირექტორის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ ამ საკითხზე შეთანხმებას. ასევე, ვთავაზობთ კიდევ უფრო მარტივ გზას, ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემას მსოფლიოში წამყვანი რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის. თუკი იქნება არჩეული ასეთი აუდიტორული კომპანია, ჩვენ ყველანაირად ვენდობით იმის შედეგებს, რომელსაც დადებს ტელევიზიაში მიმდინარე ფინანსურ საკითხებზე. ჩვენ სურვილი გვაქვს მაქსიმალური გამჭვირვალობისთის კრებას დაესწროს მედია",- განაცხადა ყავლაშვილმა.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორმა, ნინო ნიჟარაძემ სარჩელი აღძრა ,,რუსთავი 2“-ის, ,,რუსთავი 2“-ის პარტნიორების - ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ,,რუსთავი 2“-ის დირექტორის - ნიკა გვარამიას და შპს ,,ინტერმედიის“ წინააღმდეგ.

იხილეთ ვიდეო: რუსთავი 2-ის საქმე - ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ახალ ინიციატივას აჟღერებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო