კვლევის თანახმად, 2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა

2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 5%-დან 27%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომელიც ქვეყანაში საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციებს ასახავს.

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო სრულიად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული.

"2018 წელს ქვეყანში 864 მლნ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა , რაც ჯამური იმპორტის 9.5%-ია. ამასთან იმპორტირებული საწვავის 83% ოთხ ქვეყანაზე მოდის: რუსეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი. 2014-2018 წლებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო",- წერია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საავტომობილო საწვავის ბაზარზე 2014-2018 წლებში არსებული ტენდენციები მიმდინარე წლის მარტში შეისწავლა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია