თბილისის მერია 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს

დედაქალაქის მერია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებას წარმოადგენს. რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია, როგორც სადღესასწაულო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამები, ასევე, მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.

თბილისის მერიის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. მათ შორის, 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საკონცერტო პროგრამა Tbilisi Newcomers, ხოლო 10:00 საათზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი ჩატარდება. ასევე, გამოფენილი იქნება სტენდები „ქალები საქართველოდან“, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები და ა.შ.

დამოუკიდებლობის დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, 17:10 საათზე “ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” შესრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „შვიდკაცა” და “მძლევარი” მიიღებენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ასეთია:

საბავშვო გასართობი და შემეცნებითი პროგრამა - 10:00-19:00 საათი, ილუზიონისტების შოუ, წყლის ბუშტების შოუ, ჯამბაზების შოუ, საცირკო სანახაობა, ზღაპრის გმირები, სახის მოხატვა, პროექტი „მოძრავი პლანეტარიუმი".

საბავშვო საკონცერტო პროგრამა - 12:00-17:30 საათი - "მეკო სტუდიის"კონცერტი, "ბასტი ბუბუს" კონცერტი, "ანა-ბანას" კონცერტი, სტუდია "ჟოზეს" წარმოდგენა, ვაჟთა ანსამბლების წარმოდგენა - 17:10 საათი.

სხვადასხვა აქტივობა - 12:00 -18:00 საათი - მსვლელობა/პერფომანსი "დროში მოგზაური ორკესტრი" , დიდი თოჯინა "მაღალი აბელა“, მხატვარ ქეთი დავლიანიძის მასტერკლასი, "Street Art" მარი კახურიშვილთან ერთად.

საკონცერტო პროგრამა: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 10:00 – 10:40 საათი Tbilisi Newcomers - 15:00-19:00 საათი, ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ - 10:00-19:00 საათი.

ინსტალაციები, საგამოფენო პავილიონები, საინფორმაციო სტენდები და კულტურულ- საგანმანათლებლო სივრცეები - 10:00-20:00 - ინსტალაცია - "26 მაისი", ბუშტების ინსტალაცია - 17:10, ორიგამის ინსტალაცია, შუშის ინსტალაცია - "ფერადი კედელი", შუშის ინსტალაცია - "ლამპიონი", გამოფენა - "თბილისის ისტორია".

საინფორმაციო სტენდები და საგამოფენო სტენდები - „იცით თუ არა რომ“, „ჩვენი დროის ადამიანები”, „ქალები საქართველოდან”, თბილისის ისტორიული სამისამართე აბრები, „ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას“ - 17:10 საათი.

იხილეთ ვიდეო: დედაქალაქში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო