ანა დოლიძე - "კლანის" წევრები გადალაგდნენ სასამართლოს შიგნით ერთი თანამდებობიდან მეორეზე - ამას კონკურსს არ ვუწოდებდი

არაერთხელ ვთქვი, იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე "კლანს" აქვს სრული საშუალება, რომ ის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნოს სასამართლოში, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის გამართვას.

ანა დოლიძის თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული „კლანიდან" გამომდინარე ამ პროცესს კონკურსთან საერთო ძალიან ცოტა აქვს.

„ამას კონკურსს არ ვუწოდებდი, ეს არის "კლანის" დიდი გადალაგება. ამ პროცესის მნიშვნელობით, რომელიც ძალიან დაშორებულია კონკურსის იდეას "კლანის"წევრები გადალაგდნენ ერთი თანამდებობიდან მეორეზე. ამის საშუალებას იძლევა ის სრული ფარსი, რომელიც საქართველოს პარლამენტს შექმნილი აქვს საკონკურსო პროცედურის საშუალებით. როგორც არაერთხელ ვთქვი, იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე " კლანს" აქვს სრული საშუალება, რომ ის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნოს სასამართლოში. ამ პროცესს კონკურსთან საერთო ძალიან ცოტა აქვს. ეს იყო ეტაპი,როდესაც "კლანის" წევრები გადალაგდნენ სასამართლოს შიგნით ერთი თანამდებობიდან მეორეზე",- განაცხადა დოლიძემ.

მისი განმარტებით, კენჭისყრის პროცედურაში, როგორც საბჭოს წევრი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამას სიმბოლური ფორმა აქვა, რადგან "კონკურსი ფასადურია".

"მე, როგორც საბჭოს წევრი ვახორციელებ ჩემს უფლებამოსილებას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე შესაბამისი ქულებიც დავწერე და შესაბამისი პასუხებიც გავეცი კითხვას, თუმცა ეს პროცესი იმდენად ფასადურია, რომ საბჭოს უმრავლესობას შეუძლია დასაბუთების, ქულების მისადაგების გარეშე საკუთარი კოლეგები გადაალაგოს სასამართლოს შიგნით ისეთ თანამდებობებზე, როგორც სურს. ამიტომ, ჩემი და უმცირესობის მონაწილეობა ამ პროცესში არის სრულიად სიმბოლური. ამის შესაძლებლობას იძლევა ის ფაქტი,რომ "ქართული ოცნება" არის მოტივირებული, რომ სწორედ ამ "კლანს" ჩაუგდოს ხელში საბოლოო ჯამში სასამართლო ძალაუფლება" , - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება.

43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 78 კანდიდატს აქვს შეტანილი. კანდიდატებს შორის არიან, იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრები: გიორგი მიქაუტაძე - მას განაცხადი თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში აქვა შეტანილი.

ვასილ მშვენიერაძე - მას განაცხადი შეტანილი აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო,სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში.

ირაკლი ბონდარენკო - მას განაცხადი შეტანილი აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო,სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში.

რევაზ ნადარაია - მას თბილისის სააპელაციო სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში სურს დაბრუნება.

ამასთან, კანდიდატებს შორის არიან უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა პირვანდელ სიაში დასახელებული პირები, ასევე მოსამართლეები, რომლებსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. მათ უვადოდ გამწესების სურვილი აქვთ.

მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა, იუსტიციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს