რევაზ არველაძე - “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ტარიფების გაზრდას გამოიწვევს

მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას გამოიწვევს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

საუბარია საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მომზადებისა და პარლამენტში ინიცირების მიზეზად საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთება და ევროკავშირის მოთხოვნათა იმპლემენტაცია სახელდება.

“ხდება ელექტროგადაცემისა და გამანაწილებელი კომპანიების განცალკევება. იქმნება ახალი სტრუქტურები. ეს ახალი სტრუქტურები, რა თქმა უნდა, დაფინანსებას საჭიროებს. შესაბამისად, დამატებითი დაფინანსება იქნება საჭირო როგორ ელექტროენერგეტიკაში, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორში. ეს აუცილებლად გამოწვევს ტარიფების გაზრდას, თუმცა ვერ ვიტყვი, რამდენით გამოიწვევს ტარიფის მატებას, რადგან ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. ეს ყველა მომხმარებელს შეეხება - როგორც მოსახლეობას, ასევე კომერციულ მომხმარებლებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ.

არველაძის აზრით, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი უნდა დაკორექტირდეს და ამოქმედდეს არაუადრეს 2021 წლის 1-ელი ივლისისა.

“კომპანიებს 2-წელი მაინც უნდა მივცეთ, რათა კანონის მოთხოვნები შეასრულონ. თან ეს განცალკევება, რაზეც მე ვსაუბრობ, არაფერი ობიექტური აუცილებლობით გამოწვეული არ არის. ლაპარაკი იმაზე, რომ ასე უნდა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებას, ჩემთვის იმის მიზეზი არ არის, რომ ასეთი ცვლილებები განხორციელდეს“, - აღნიშნა არველაძემ.

როგორც პროექტი განმარტებით ბარათში წერია, “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონპროექტი ენერგეტიკული გაერთიანების მიერ მომზადდა, ხოლო ქართული თარგმანი გადამუშავდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.

აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ, ძალადაკარგულად ჩაითვლება “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ 1997 წლის კანონი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა