კახა კალაძის განცხადებით, საკრედიტო ხაზის გახსნა ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სჭირდებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საკრედიტო ხაზის გახსნა ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სჭირდებათ. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია თბილისის მოსახლეობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.

„რაც შეეხება საკრედიტო ხაზს, სანამ ცენტრალური ბიუჯეტიდან თნხის მოწოდება ვერ ხდება, ვხსნით საკრედიტო ხაზს, მაგრამ ამ თანხის გამოყენების საჭიროება შეიძლება არც იყოს. თუმცა, ეს თანხა ემსახურება ქალაქს, თბილისს და თბილისელებს. არანაირ ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ ქალაქის და ქალაქის მაცხოვრებლების ინტერესები დაარღვიოს. საკრედიტო ხაზი გათვლილია იმაზე, რომ არ შეფერხდეს ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერია კომერციული ბანკებიდან სესხის სახით 12 მილიონი ლარის აღებას აპირებს. ეს თანხა გზების და მეტროს რეაბილიტაციას მოხმარდება. საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ მაშინ როდესაც თბილისის ბიუჯეტი მხოლოდ ერთი მილიარდი ლარია, მსგავსი თანხის ვალად აღება გაუმართლებელია.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა