ტერეზა მეი - ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ, ვაკეთებ მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს

ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ. ამას ვაკეთებ უდიდესი და მტკიცე მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა.

მეიმ დაუნინგ სტრიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანელებს ემოციური განცხადებით მიმართა.

ამასთან, როგორც ტერეზა მეიმ აღნიშნა, "ბრექსითი" მისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო და იგი წუხს, რომ ვერ შეძლო ამ პროცესის დასრულება.

„მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ დამერწმუნებინა პარლამენტის წევრები მხარი დაეჭირათ შეთანხმებისთვის. სამწუხაროდ, მე ეს ვერ შევძელი. მათი დარწმუნება სამჯერ ვცადე. ვიცი, რომ სწორი იყო შეუპოვრობის გამოჩენა მაშინაც კი, როდესაც ალბათობა მარცხის მაღალი იყო, თუმცა ახლა ჩემთვის ნათელია, რომ ეს ქვეყნის ახალი პრემიერის უმაღლეს ინტერესებში იქნება, რათა ეს მცდელობა გააგრძელოს. ასე რომ, დღეს მე ვაცხადებ, რომ გადავდექი, როგორც “კონსერვატიული პარტიის” ლიდერი პოსტიდან 7 ივნისს, შემდეგ კი ჩემ შემცვლელს აირჩევენ. მისი უდიდებულესობა დედოფალი ინფორმირებულია ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და მე გავაგრძელებ პრემიერის პოსტზე მუშაობას იქამდე, ვიდრე პროცესი დასრულდება“, - განაცხადა მეიმ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება არ მიუღია იმის გამო, რომ გაბრაზებულია და პირიქით, მადლიერია, რომ ჰქონდა შესაძლებლობა ემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც უყვარს.

„მე მალე დავტოვებ პრემიერის პოსტს, რაც ჩემს ცხოვრებაში დიდი პატივი იყო, მე ვიყავი მეორე ქალი პრემიერი და არა უკანასკნელი. ამას არ ვაკეთებ იმიტომ, რომ გაბრაზებული ვარ, არამედ უდიდესი და მტკიცე მადლიერებით, რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის ბოლოს ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს