კობა გვენეტაძე ლარის კურსის მერყეობაზე - სამწუხაროდ, არასწორი ანალიზი კეთდება, რომ ეს ინფლაციის დიდ ზრდას გამოიწვევს

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. მცურავი გაცვლითი კურსისათვის დამახასიათებელი არის მოკლევადიან პერიოდში ასეთი მერყეობა. სამწუხაროდ, არასწორი ანალიზი კეთდება იმასთან დაკავშირებით თუ რა შედეგი შეიძლება ზოგადად მოჰყვეს ამას და განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ეს ინფლაციის, ფასების საერთო დონის, ძალიან დიდ ზრდას გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსის მერყეობის კომენტირებისას განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი ფაქტორი მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი, ფასების ინფლაციასთან დაკავშირებით და 2007-2008 წლების მაგალითი მოწმობს, რომ როდესაც ლარი იყო ყველაზე ძლიერი ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო საქართველოში.

„გთხოვთ გადახედოთ სტატისტიკას და ნახავთ, რომ 2007-2008 წლებში როდესაც გაცვლითი კურსი იყო ყველაზე სტაბილური, საქართველოში ინფლაცია იყო ყველაზე მაღალი. 2007-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 12% იყო და ინფლაცია არის ზუსტად მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით. ინფლაციაზე უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერთობლივი მოთხოვნა და ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები იმისათვის, რომ ამ მიმართულებით არ დაუშვას ფასების ზრდა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ანალიზის გაკეთება, რომ ეს ინფლაციის ზრდას გამოიწვევს არ არის სწორი“, -აცხადებს კობა გვენეტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო