გიორგი მიქაუტაძე - უზენაეს სასამართლოში კანდიდატურის დაყენებას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე განაცხადი შევსებული არ მაქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თაობაზე ხალახალი განაცხადი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

"უზენაეს სასამართლოში კანდიდატურის დაყენებას არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე განაცხადი შევსებული არ მაქვს. ამასაც არ დაგიმალავთ",- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ,რომ გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 10-კაციან სიაში იყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა და რომელიც ათივე კანდიდატის სურვილის მიხედვით, უკან იქნა გაწვეული.

ამის პარალელურად გიორგი მიქაუტაძეს თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში ჰქონდა განაცხადი შეტანილი,თუმცა დღეს, ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოში კანდიდატურას ხსნის და მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ტოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს