ალეკო ელისაშვილმა "სამოქალაქო მოძრაობის" რიგით მეხუთე წარმომადგენლობა, ზუგდიდში გახსნა

24 მაისს "სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებლებმა ალეკო ელისაშვილმა და ივანე ნორაკიძემ ზუგდიდში, წარმომადგენლობა გახსნეს.

აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ "სამოქალაქო მოძრაობიდან" აცნობეს. თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და თელავის შემდეგ, სამეგრელოს ოფისი ორგანიზაციის რიგით მეხუთე ოფისია.

მოძრაობის ლიდერის თქმით, ქვეყანას თავად მოქალაქეებმა უნდა მიხედონ და რეგიონში ოფისის გახსნა, საერთო საქმეში ჩართულობას ნიშნავს.

„ის კონკრეტული პრობლემები, რაც ადამიანებს კონკრეტულ რეგიონებში აწუხებთ და ამ შემთხვევაში ზუგდიდში, ჩვენ თვითონ უნდა მოვაგვაროთ. ხელები დავიკაპიწოთ და ქვეყანაში არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - განაცხადა პრეზენტაციაზე ალეკო ელისაშვილმა.

ივანე ნორაკიძემ, სამეგრელოში ოფისის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სამოქალაქო მოძრაობისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სწორედ ზუგდიდში წარმომადგენლობის გახსნა, ვინაიდან სამეგრელოს როლი ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისათვის“, - აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

სამეგრელოს წარმომადგენლობის გახსნას, ადგილობრივი მცხოვრებლები და ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლები, როსტომ ზარანდია და ნიკა ლაშხია ესწრებოდნენ.

„სამოქალაქო მოძრაობა“ 2018 წლის დეკემბერში დაარსდა. მოძრაობის მიზანია, საქართველოში ადამიანური გარემოს შექმნა, საზოგადოებიდან ახალი ლიდერების წარმოჩენა და მოქალაქეთა ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. განათლება, ჯანდაცვა და ურბანული მიმართულებები, მოძრაობის პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა