აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი წინადადებით გამოდის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ხელოვნურად დაბლა წევენ ეროვნული ვალუტის კურსს, სანქციები დაწესდეს

აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი წინადადებით გამოდის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ხელოვნურად დაბლა წევენ ეროვნული ვალუტის კურსს, სანქციები დაწესდეს.

მინისტრის პოზიციაა, რომ მიიღონ შესაბამისი კანონი, რომელიც საჯარიმო გადასახადებს ითვალისწინებს იმ ქვეყნების საექსპორტო საქონელზე, ვინც დოლართან მიმართებაში თავისი ეროვნული ვალუტის დევალვაციას ახდენს. მინისტრს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. თუმცა, ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს არაერთხელ უსაყვედურა, რომ ის თავისი საქონლის ექსპორტს ეროვნული ვალუტის დაბალი კურსით ახორციელებს.

ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, მის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი მიმართულია იმისაკენ, რომ სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ სავალუტო პოლიტიკა ამერიკული კომპანიებისა და მუშა ხელის საზიანოდ. კანონპროექტში ჩამოთვლილია კრიტერიუმები, რომელთა თანახმად, ვაჭრობის სამინისტრო გადაწყვეტს რა შემთხვევებში დაწესდეს საჯარიმო გადასახადები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო