საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოზურგეთში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ ოზურგეთში არაერთ აქტივობას გაიმართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებების კონცეფცია ცოდნის გაზიარება და მისი მნიშვნელობა იქნება.

ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ კულინარიულ მრავალფეროვნებასა და ტრადიციებს, ხალხური რეწვის ნიმუშებს, გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, სადაც სპორტული შეჯიბრებები, მხიარული ვიქტორინები და შემეცნებითი თამაშები ჩატარდება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს ნიკო ფიროსმანის ტილოების მიხედვით გაცოცხლებული პერსონაჟები, ცოცხალი ყვავილებით შექმნილი პანო და ფოტოგადაღების კუთხე „გახდი ფიროსმანის მაგიდის სტუმარი“.

ამასთან 26 მაისს, ოზურგეთში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება.

14:00 საათიდან 19:00 საათამდე ღონისძიების სტუმრების განწყობაზე არაერთი ანსამბლი და მუსიკალური ჯგუფი იზრუნებს.

17:10 საათზე კი, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ანსამბლი „ერისიონი“ შეასრულებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა