მეწარმე ქალებისთვის მასტერკლასი ჩატარდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ქალებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას დიზაინისა და სამკერვალო საქმის მიმართულებებით ეწევიან, წამყვანი ქართველი დიზაინერის, თამარ ინგოროყვას მასტერკლასი გაირეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას თამარ ინგოროყვამ მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ის პრაქტიკული რჩევებიც მისცა, რომლებიც სამოსის შექმნის პროცესშია მნიშვნელოვანი, რათა საქმე მაქსიმალურად ღირებული და მომგებიანი იყოს.

„ქალები, რომლებიც მოდის სამკერვალო საქმის მიმართულებებით ვართ ჩართულები, მსგავი შინაარის მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იშვიათად, რომ ასე გახსნილად და დაუფარავად აჩვენოს ასეთმა წარმატებულმა ადამიანმა მოდის ინდუსტრიაში თავისი საქმიანობა. მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, მასტერკლასზე მივიღე ის საჭირო ინფორმაცია, რაც ჩემი საქმიანობის სწორად მართვასა და გაფართოვებაში დამეხმარება“, - აღნიშნა პროექტის მონაწილემ მაგდა კუპატაშვილმა.

როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, პროექტის მონაწილე მეწარმე ქალების ნაწილმა ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი ტრეინინგები უკვე გაიარეს, მეორე ნაწილი კი ამ ეტაპზე გადის.

„პროექტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დამწყებ ქალ მეწარმეებთან ერთად, დიდ შემდგარ კომპანიებთან იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები“, - განაცხადა პროექტის მენეჯერმა ნათია ნინიკელაშვილმა.

მასტერკლასი პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელსაც საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა