თამარ ტალიაშვილი - ბაღებში კვებითი მომარაგების კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი პერმანენტული და საფუძვლიანი კონტროლი გახდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ადმინისტრაციასა და ბაღების დირექტორებს შეხვდა და თბილისის ბაღების კვების მომარაგების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მოისმინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, დირექტორების თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პროდუქტის შეტანა ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიების მიერ და კვებით მომარაგებაში შეფერხება არ ყოფილა.

მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღების ადმინისტრაციების მიერ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება დროებითი ზომაა. მისივე განმარტებით, ბაგა-ბაღებში კვება დადგენილი მენიუსა და სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და ასევე ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება პროცესის მონიტორინგი.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ბაღებში კვებასთან დაკავშირებით.

,,მივიღე ინფორმაცია, რომ მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა ბავშვთა კვებაზე ნეგატიურად არ ასახულა. თბილისის საბავშვო ბაღების კვების მონიტორინგს 4 სხვადასხვა სამსახური ახორციელებს. ესენია: სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაღების სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება, მერიის აუდიტის სამსახური, ასევე, საკრებულო და ბაგა-ბაღების ადმინისტრაცია. მინდა, მადლობა ვუთხრა სააგენტოსა და დირექტორებს იმისათვის, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ბაღებში შენარჩუნებულია კვების მაღალი სტანდარტი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა