საქართველოს კარიტასმა კამპანიის „ჯანმრთელი დაბერება“ ფარგლებში აქცია გამართა

ვაკის პარკში, დღეს, საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასმა კაპანია „ჯანმრთელი დაბერების“ ფარგლებში აქცია გამართა. ღონისძიება მსოფლიო ჰიპერტენზიის დღეს მიეძღვნა.

საქართველოს კარიტასის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის მოხალისებმა სხვადასხვა აქტივობები გამართეს. ექიმებმა კი კონსულტაციები გაუწიეს ხანდაზმულ ადამაინებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ასევე გავრცელდა მასალები ჯანმრთელი დაბერების შესახებ და კამპანიის შესახებ, რომელშიც საქართველოც აქტიურადაა ჩართული.

„გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველოში მცხოვრები 65 წელს გადაცილებული პირების რაოდენობა მიაღწევს მთლიანი მოსახლეობის 25.3%-ს. „ჯანმრთელი დაბერების“ კამპანია ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორისაა საქართველოც, საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი უერთდება მსოფლიო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში „ჯანმრთელი დაბერების“ შესახებ ცნონიერების ამაღლებას და მის ფარგლებში არაერთ აქტივობას ახორციელებას, რომელთა შორისაა მსოფლიო ჰიპერტენზიის დღესთან დაკავშირებული აქციაც. აქციის მიზანი ჯანმრთელი ცხოვრების წესის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობისთვის იმ რეკომენდაციების მიწოდებაა, რომლებიც ჯანმრთელი დაბერების წინაპირობას წარმოადგენენ. ერთ-ერთ ასეთ წინაპირობაა გონების სტიმულირება, სწორედ ამიტომ აქციის დროს გაიმართება შეჯიბრი ფაზლების აწყობაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ხანდაზმულებს შეეძლებათ“, - აღნიშნულია საქართევლოს კარიტასის ინფორმაციაში.

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში 1994 წლიდან მუშაობს და მის ფარგლებში მოსახლეობას სხვადასხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს