25 მაისს, 10:30 საათზე, ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, რუსეთისა და საქართველოს გუნდებს შორის პირველი მატჩი გაიმართება.
მის.: დავით პეტრიაშვილის სახელობის სპორტულ არენაზე (ბელიაშვილის ქუჩა, ამერიკის საელჩოს უკან)
25 მაისს, 10:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 26 მაისთან დაკავშირებით ქართველი მეცნიერები ლევილში მიემგზავრებიან, სადაც ლევილის სესია ჩატარდება.
მის: ა.წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო: 593 53 45 24
25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის შეხვედრა გაიმართება ბიზნეს სექტორის და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შრომის უსაფრთხოების რეგულაციებთან დაკავშირებით.
მის.: ქუთაისი, სასტუმრო „ბაგრატი“, წერეთლის მე-2 ჩიხი №2ა
25 მაისს, 11:00 საათზე, "თავისუფალი საქართველო" სეხნიაშვილების 8-სულიანი ოჯახის გამოსახლებას აქციით გააპროტესტებს.
მის: დიღმის მასივი, I კვარტალი, კორპუსი 6, ბინა 4
საკონტაქტო: 599 96 80 88
25 მაისს, 12:00 საათზე, კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებას მართავს, რომელშიც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას.
25 მაისს, 12:00 საათზე, აღმაშენებლის ხეივანში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე (ეკლესიის წინ) ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ. საკონტაქტო: ვალერი ქადაგიშვილი 568 820 909
25 მაისს,12:00 საათზე, ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მესამე სექტორის წარმომადგენლების, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტებისა და პარტიების მონაწილეობით, ორგანიზაციის ახალ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, თემაზე:“ გარიგებების გამჭვირვალობა და წილებზე საკუთრების შეძენა აუქციონის გზით“, სადისკუსიო შეხვედრას გამართავს.
მის: თავისუფლების მოედანი #4
საკონტაქტო: 599 291202
25 მაისს, 15:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო ,,ბაგრატში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
შეხვედრას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, დიმიტრი ცქიტიშვილი და ენძელა მაჭავარიანი გაუძღვებიან,
მის: ქუთაისი, წერეთლის მე-2 ჩიხი №2ა
საკონტაქტო: გულიკო მაჭარაშვილი 558772710