ნაზი ჯანეზაშვილი - ე.წ. კლანი ერთგვარ დათმობაზე მიდის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, მოსამართლეების: ვასილ მშვენიერაძის, ირაკლი ბონდარენკოსა და რევაზ ნადარაიას მხრიდან კანდიდატურების მოხსნა ნიშნავს იმას, რომ "ე.წ. კლანი ერთგვარ დათმობაზე მიდის".

ნაზი ჯაბეზაშვილი "ფესიბუქის" გვერდზე გამოეხმაურა, როგორც დღევანდელი კენჭიყრის პროცესს, ასევე კენჭისყრის დროს აღნიშნული სამი მოსამართლის მხრიდან კანდიდატურების მოხსნას, რომლებსაც ინსტანციების შეცვლა სურდათ, თუმცა კენჭისყრის დღეს ცნობილი გახდა, რომ ამაზე უარს ამბობენ.

"თვალს ვადევნებ მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას, რომელშიც სამწუხაროდ, მე მონაწილეობას ვერ ვღებულობ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა და მინდა გაგიზიაროთ: დავიწყოთ დადებითით - დღეს რამდენიმე გამოცდილი და ღირსეული ადამინი დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ და მე ვულოცავ მათ! ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ე.წ. კლანი იძულებულია კომპრომისზე წავიდეს. საბჭოს მდივანი გახდა უვადო მოსამართლე, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა ეს დანიშვნა არ გამორიცხავს, რომ მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზეც გააკეთოს განაცხადი. დღევანდელი გადაწყვეტილება მისთვის გარანტიაა, რომ მიუხედავად იმისა,თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალში საქართველოს პარლამენტი, ის ნებისმიერ შემთხვევაში უვადო მოსამართლეა. საბჭოს სამმა წევრმა, რომლებიც ისედაც უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან, უარი თქვა მათი კანდიდატურების განხილვაზე. როგორც ჩანს ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ე.წ. კლანი ერთგვარ დათმობაზე მიდის და თანაც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ვიღაცეების გადასვლა უზენაეს სასამართლოში ასე მარტივი არ იქნება. ლელა ჭინჭარაული დაინიშნა მოსამართლედ, ადამიანი, რომელიც იყო ბოლო კანდიდატი, რომელთანაც გასაუბრება თვეების განმავლობაში გაუგებარი მიზეზებით არ ტარდებოდა. მან გასაუბრებაზე მე ვერ დამარწმუნა, რომ მას გასაუბრების არჩატარების ყველა შემთხვევაში ჰქონდა ობიექტური მიზეზები. ცნობისათვის მან მე-7 ჯერზე მოგვმართა და როგორც იქნა დაინიშნა. ამ ამბავზე მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ "მონიტორის" ფილმი - "კლანი უნდა წავიდეს": ბრძოლა უზენაესისთვის. ისევე, როგორც სხვა კონკურსების დროს, ამჯერადაც გარედან კადრების შემოდინების მაჩვენებელი ძალზედ დაბალია. კონკურსში მონაწილეობდა რამდენიმე ძალიან კვალიფიციური კანდიდატი, მაგრამ ახლაც გაუგებარი მიზეზების გამო მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს",- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა. 43 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 78 კანდიდატს ჰქონდა შეტანილი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა