საქართველოს პრეზიდენტს 10 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს 10 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცეს: ომანის სასულთნოს, ტაილანდის სამეფოს, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, პერუს რესპუბლიკის, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის, მალაიზიის, კორეის რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის, ტაჯიკეთის რესპუბლიკის, ფილიპინების რესპუბლიკის არარეზიდენტმა ელჩებმა. საქართველოს პრეზიდენტმა ელჩებს მიმართა, საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრა და საოკუპაციო ხაზის მონახულებისაკენ მოუწოდა.

„არსებითი საკითხი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. საოკუპაციო ხაზი ძალიან სერიოზული საკითხია. დავაფასებთ თუ თქვენ ახლა, ან შემდეგში შეძლებთ ნახოთ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ხაზი, რამდენად ახლოსაა ის ქვეყნის დედაქალაქთან და რას ნიშნავს ის. მიუხედავად ოკუპაციისა, 2008 წლის ომისა და მიმდინარე ოკუპაციისა ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის მშვიდობიან, ეკონომიკურ, დემოკრატიულ განვითარებას, ჩვენს გზას ნატოსა და ევროკავშირისკენ, რომელიც უცვლელია და ჩვენი მთავარი ორიენტირი და მთავარი გზაა.ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ მოსახლეობისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს. ამდენად, არაღიარების პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჩვენს ამ არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვან მხარდამჭერებად ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივიჩნევთ, გვსურს, რომ იყვნენ გაეროში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ“ რეზოლუციის მხარდამჭერები, მხარი დაგვიჭირონ ამ მშვიდობიანი განვითარების გზაზე, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ აირჩია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ​რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის