აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანში, 7 თვის მოკლული ჩვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მტკიცებულებების მოპოვება, ჩატარდა გენეტიკური ექსპერტიზა და მხოლოდ აღნიშნული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი და განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, დასჯადია სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. გარდაცვლილი ჩვილის მამამ პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა.

იხილეთ ვიდეო: აღაიანში მოკლული 7 თვის ბავშვის მამა პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა