გედევან ფოფხაძე გიორგი კვირიკაშვილზე - მის მიმართ ივანიშვილის მხრიდან  ნეგატიური განწყობები იყო მისი მკვეთრი პოზიციის გამო მარიხუანასთან დაკავშირებით, სასამართლოებთან დაკავშირებით

ინდივიდუალურობის თვალსაზრისით ამ მოწვევის პარლამენტში ძალიან შეზღუდულები ვიყავით, იყო ერთი საერთო კურსი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აჟღერებდა და ყველა ამ პოზიციის მძევალი ვიყავით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ფოფხაძემ ისაუბრა „ქართულ ოცნებასა“ და ქვეყანაში ბოლო დროს არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ იმის შესახებ ვერ ისაუბრებს, ვინმე დატოვებს თუ არა უმრავლესობას, თუმცა ამის მოლოდინი აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ბოლო მოწვევის პარლამენტში დეპუტატები ინდივიდუალურად ძალიან შეზღუდულები იყვნენ.

„გამწვავება უმრავლესობაში იყო ძალიან კრიტიკული და დღესაც იგრძნობა, რომ გარკვეული კრიზისია. ეს პერსონალურ დონეზე რაღაც ფორმით აისახება. არიან ადამიანები, ვისთვისაც ღირებულებები, პრინციპები, უბრალოდ, ქვეყნის მომავალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კომფორტის ზონაში ყოფნა. ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას და მე პირადად ველოდები ამ პროცესის გაგრძელებას სწორედ ამ არჩევანის საფუძველზე. მგონია, ბევრი დეპუტატი გააკეთებს არჩევანს ღირებულებების სასარგებლოდ. გვერდზე ყოფნა არ ეგების არავისგან, ახლაა ის ვითარება, რომ ამ პროცესში ჩართვა და შემდეგ საერთო ერთიანობის შექმნა არის სწორედ საკუთარი სამშობლოს წინაშე ვალის მოხდის ერთადერთი საშუალება.

ჩვენ ინდივიდუალურობის თვალსაზრისით ამ მოწვევის პარლამენტში ძალიან შეზღუდულები ვიყავით. ამ მოწვევის პარლამენტში რეალურად გვითხრეს, არ იფიქრო, თუ იფიქრებ, საჯაროდ არ თქვა აზრი, თუ იტყვი, პარტიიდან გაგრიცხავთი. იყო ერთი საერთო კურსი, რომელსაც „ოცნება“ აჟღერებდა და ამ პოზიციის მძევალი ვიყავით სულ ყველა. აჟღერებდნენ ისინი, ვისაც ამის უფლება ჰქონდათ ფორმალურად - ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე. იყვნენ სპიკერები, რომლებსაც პარტიის ოფიციალური პოზიციის დაფიქსირების უფლება ჰქონდათ, ეს იმ ფონზე, რომ უმრავლესობა კენჭისყრას არასდროს ატარებდა. იყო საკითხები, რომლებზეც გეუბნებიან, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია, მაგრამ ვინ გადაწყვიტა, სად ჩატარდა კენჭსყრა, როდის გადაწყვიტა პარტიამ? ამიტომაა ის დეფიციტი, რაც უმრავლესობიდან წამოსულ დეპუტატებს აქვთ, რომ ყველას უნდა, თავისი სათქმელი ინდივიდუალურ დონეზე დააფიქსიროს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ ვერ ახერხებენ უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები გაერთიანებას, ფოფხაძემ უპასუხა, რომ ბევრს სურს, ჯერ ინდივიდუალურად განვითარდეს. მანვე ისაუბრა ახალი პარტიის შექმნაზე ეკა ბესელიასთან ერთად.

„ქართულ ოცნებაში“, ღირებულებითი კონფლიქტი იყო, ხოლო ჩვენ შორის, ვინც წამოვედით, ღირებულებითი კონფლიქტი არ არის. ამ დონეზე ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ არის გარკვეულ ხედვები პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც განსხვავებული შეიძლება იყოს, თუმცა სამართლებრივ-პოლიტიკური ფორმის მიღმა ჩვენ მაინც ყველა შემთხვევაში ერთიანი ძალა ვიქნებით. თუ ისრების კონაზე ვისაუბრებთ, ცალკეული ისარიც მაგარი უნდა იყოს. ბევრს უნდა, ინდივიდუალურად გაძლიერდეს და ჩამოყალიბდეს, თავი შესთავაზოს პოლიტიკურ სპექტს, როგორც პერსონალიამ, აუხსნას საკუთარი ხედვები და მერე იფიქროს გუნდურობაში გაერთიანებაზე. მივესალმები იმას, რომ გაკეთდეს ერთი დიდი გაერთიანება დიდი ღირებულებით. მგონია, რომ ჩვენი უმრავლესობიდან წამოსვლის მთავარი ლაიტმოტივი საქართველოა და საქართველოსთვის ჩვენ გვმართებს ამის გაკეთება. თუმცა, ამ პროცესის დამაზარალებლად არ ვთვლი ინდივიდუალურ ფაქტორს. რაც შეეხება პარტიას, მიდის მოლაპარაკებები და შეიძლება, ბოლო დღესაც რაიმე სიახლე შეიძლება გაჩნდეს. გიორგი კვირიკაშვილს რაც შეეხება, ჩვენ ბევრ რამეში თანამოაზრეები ვიყავით, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა, მათ შორის მის მიმართ ნეგატიური განწყობები ივანიშვილის მხრიდან იყო მისი მკვეთრი პოზიციის გამო მარიხუანასთან დაკავშირებით, სასამართლოებთან დაკავშირებით და ა.შ. რაღაც საკითხებს ის არ დათმობდა და ძალიან პრინციპული იქნებოდა. ამის მიღმა კი, ვისთანაა მოლაპარაკებები, არის თუ არა ეს კვირიკაშვილი, ამაზე საუბარი არ მიმაჩნია სწორად“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა