სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს შორის შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა და ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში გათვალისწინებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე. აღინიშნა, რომ სანდო სასამართლო სისტემა არის ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველი.

„საუბარი ასევე შეეხო იურიდიული პროფესიის გაძლიერების კუთხით ადვოკატთა ასოციაციის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, ისევე, როგორც დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ აქტივობებს. შეხვედრის დასასრულს ასოციაციის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი 8 ნოემბერს დაგეგმილ საიუბილეო მიღებაზე მოიწვია“, - აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს