„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ პროექტი „ლიდერობის აკადემია“ დასრულდა და 1 800 სკოლის დირექტორს სერტიფიკატი გადაეცა

„ლიდერობის აკადემია” დასრულდა და 1 800-ზე მეტ საჯარო სკოლის დირექტორს, ამდენივე სკოლის ბაზაზე შერჩეულ პროფესიული განვითარების ფასილიტატორსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელს სკოლის მართვის გაუმჯობესების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ათასწლეულების გამოწვევის ფონდი - საქართველო ავრცელებს.

მათი ცნობით, ლიდერობის აკადემიის კურსი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა.

,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივა ხორციელდება.

,,გარდა ტრენინგებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების კურსებისა დირექტორებისათვის, ასევე ვახორციელებთ საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო, ინგლისური ენისა და მათემატიკის საგნების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ინიციატივას,”- აღნიშნა მან.

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძეც დაესწრო, რომელმაც 3 წლის განმავლობაში დირექტორების მიერ გავლილი 11 მოდულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ სკოლის მართვაში გულისხმობდა მათ პროფესიულ განვითარებას, არამედ, ზოგადად, სასწავლო პროცესის მართვის პროცესში.

„ლიდერობის აკადემიის“ კურსის მიზანია, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რათა ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო,”- განაცხადა აბულაძემ.

ქუთაისის #23 საჯარო სკოლის დირექტორის, ნესტან სიხარულიძის თქმით, მისთვის ,,ლიდერობის აკადემიის” 3 კურსი უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.

,,სკოლის დირექტორებს მოგვეცა საშუალება, გარკვეული ორგანიზება გაგვეწია იმ ცოდნისთვის, რომელიც გვქონდა და უკვე მიზნობრივად გაგვეტარებინა კონკრეტულად სკოლის ცხოვრებაში, დაგვენერგა პრაქტიკაში,”- აღნიშნა მან.

„ათასწლეულის განვითარების ფონდის“ ცნობით, ღონისძიებას ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე, სონია შარიგიანი და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი, ნატალია ედიშერაშვილიც დაესწრნენ.

“ლიდერობის აკადემია“ 1 800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელმა 2016-2019 წლებში პროექტის ფარგლებში შემუშავებული გრძელვადიანი კურსის ფარგლებში გაიარა. პროგრამის წარმატებით დასრულება ეხმარება სკოლის დირექტორებს, გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა სკოლის კონტექსტისთვის საჭირო მენეჯმენტის მიმართულებით და გახდნენ ძლიერი, მოტივირებული და ეფექტიანი ლიდერები“, - აღნიშნულია „ათასწლეულის განვითარების ფონდი - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა